84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, მათზე მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე - ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 21:45 | 16.11.2021
ნანახია: 362

84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით იგდებს თავს საფრთხეში და რისკის ქვეშ აყენებს სტაბილურობას.

„თავისი ნებით მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შეიძლება, მე სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება ამ ადამიანზე ვინერვიულო? მომეთხოვება? მაინტერესებს.

80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველდღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ. 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე. მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე ბევრად მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე