საპროტესტო აქცია ციხისძირში და დაკავებული 4 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 17:49 | 10.02.2016
ნანახია: 2078

სოფელ ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს. 

სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი და პარტიზანი მებაღეების სამი წევრი დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა აქციის წევრები კომპანია ზიმოს-ს წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდენენ. 

შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოხდა, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე