ნატო ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების უჩვეულო გადაადგილებას და მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 15.11.2021
ნანახია: 472

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყურადღებით აკვირდება უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მოვლენების განვითარებას და მზად არის სიტუაციის შესაცვლელად მყისიერი რეაგირებისათვის.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების უჩვეული გადაადგილებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ტელერახ HBO-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ალიანსი ფხიზლად არის და მზადაა სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისათვის. ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია იმით, რომ მიცემული პირობა ნატო-ში გაწვერიანების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ შესრულებულა. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ნატო-ში შესვლა მხოლოდ 30 წევრი ქვეყნის თანხმობით არის შესაძლებელი.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე