საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 14.11.2021
ნანახია: 285

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 975-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 700პირს დაუდასტურდა, 5 277 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე