არ დაუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას - დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელისუფლებას

საქართველო, თბილისი - 00:33 | 14.11.2021
ნანახია: 324

დეკანოზი თამაზ ლომიძე ხელისუფლებს მოუწოდებს, გადაიყვანოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: ნუ გაიმეორებთ 30 წლის წინანდელ ტრაგედიას, მოიქეცით სულგრძელად და ქრისტიანულად, აჩვენეთ კაცთმოყვარება, არ დაუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას პატიმრობაში, ადგილს ნუ დაუთმობთ შურისძიებას და ბოროტებას, თორემ ტალღასავით მოედება ეს ბოროტება მთელ ქვეყანას და გაგვანადგურებს ყველას. გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში და აღმოუჩინეთ დახმარება. ყველაფერი და ყველა ძალაუფლებაც წარმავალი და დროებითია ამქვეყანაზე და საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე