პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების კადრებს ასაჯაროვებს

საქართველო, თბილისი - 16:31 | 11.11.2021
ნანახია: 358

პენიტენციური სამსასხური მიხეილ სააკაშვილის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს აქვეყნებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - იტყობინება პენიტენციური სამსასხური .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე