სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად იგი გადავიყვანეთ მე-18 დაწესებულებაში, სადაც ეს რისკი იქნება სრულად მინიმალიზებული - რატი ბრეგაძე
საქართველო, თბილისი - 15:26 | 11.11.2021 ნანახია: 499
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა სააკაშვილის გატაცების შესახებ და მას მავნებლური უწოდა.
„მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინით „გატაცება", რომელსაც ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ და უნდათ, რომ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე; და უნდათ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ... საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, ამბობდე, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა არის გატაცება... აი ეს არის მავნებლური", – განაცხადა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომლის მიზანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის რისკების მინიმალიზაცია იყო:
„მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი გადაყვანილიყო მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო და ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული.
მინისტრის თქმით, დღეს მსჯავრდებული სააკაშვილი განთავსებულია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.
რატი ბრეგაძემ ისაუბრა სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით ცხადი გახდა, რომ იგეგმებოდა მსჯავრდებულის გადაყვანის ხელშეშლა, რაც თავიდან იქნა აცილებული. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პენიტენციური სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყო.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















