პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესახლების კადრები გაასაჯაროვა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 11.11.2021
ნანახია: 322

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესვლის კადრებს ასაჯაროებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე