გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდი წამგებიანი იყო ხელისუფლებისთვის და ამ ნაწილში ამ დავას ყველგან წააგებენ - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 13:27 | 11.11.2021
ნანახია: 396

გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდი წამგებიანი იყო ხელისუფლებისთვის და ამ ნაწილში ამ დავას ყველგან წააგებენ, აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, სასამართლო საქმეში წარმატება-წარუმატებლობა დაკავშირებულია იმაზე, მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა.

„არ მინდა, ამ პროცესში შესვლა, რადგან ნაწერს ყველა ვკითხულობთ და შეგვიძლია, გავიგოთ, რა იყო მოთხოვნილი. შეგვიძლია, გავიგოთ, რა იყო მოთხოვნა და შესრულდა თუ არა. თუ არ შესრულდა, იზეიმო, მოვიგეო, მსგავსი აქამდე არ გამიგია. გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდი წამგებიანი იყო ხელისუფლებისთვის და ამ ნაწილში ამ დავას ყველგან წააგებენ. მათ შორის დისკუსიას წააგებენ იმაზე, მიხეილ სააკაშვილს უფლება ჰქონდა თუ არა, სასამართლო სხდომას დასწრებოდა. ეს ცალსახა შეცდომაა, რასაც ხელისუფლება ყველგან წააგებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე