დონეცკის ოლქში მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 10.02.2016
ნანახია: 1759

დონეცკის ოლქში საკონტროლო გამშვებ პუნქტან ახლოს ნაღმზე მიკროავტობუსი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მიკროავტობუსში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უკრაინელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ავტომობილში სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ. მიკროავტობუსი უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით მიდიოდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე