აშშ და ნატო შავ ზღვაში ცეცხლს ეთამაშებიან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველო, თბილისი - 12:49 | 11.11.2021
ნანახია: 422

რუსეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში შექმნილი მდგომარეობით, აშშ-ს ადა ნატოს, უწყვეტი პროვოკაციების გამო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში, ეს არის პროვოკაციების უწყვეტი სერია, რომელსაც ახორციელებენ შეერთებული შტატები, ნატოს მოკავშირეები და ამ სახელმწიფოების ზოგიერთი კლიენტი რეგიონში“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

 „რას აკეთებენ ამერიკული სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში თავიანთი ბაზებიდან ათასობით მილის დაშორებით? არანაირი განმარტება, რომ ეს ყველაფერი თავისუფალი ნაოსნობისთვისაა, არ მუშაობს. ეს არის ცეცხლთან თამაში, მორიგი მცდელობა ჩვენი ძალის გამოცდისა, - აღნიშნა რიაბკოვმა, მისი თქმით, რუსეთის თავდაცვა საიმედოა და მოსკოვი მზად არის საპასუხო ქმედბებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე