ამერიკის დაზვერვა აშშ-სა და ევროპაში ტერაქტების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 10.02.2016
ნანახია: 2445

ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის ვინსენტ სტიუარტის განცხადებით ”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები აშშ-სა და ევროპაში ტერაქტებს ამზადებენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯეიმს კლეპერის თქმით, კი დღეს მსოფლიოში ტერორისტული საფრთხე ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, ტერორისტები 40-მდე ქვეყანაში აქტიურად მოქმედებენ.

კლეპერის განცხადებით, ”ისლამურმა სახელმწიფომ” სირიიდან მიგრანტების ნაკადი გამოიყენა, რათა მშვიდობიან მცხოვრებლებთან ერთად ტერორისტების გადაადგილება მომხდარიყო.

გაეროს მონაცემებით, ”ისლამურ სახელწმიფოს” მსოფლიოს 34-მდე ტერორისტული დაჯგუფება შეურთდა. მომავალში ეს რიცხვი შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე