ევროკავშირი, მიგრაციული კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
საქართველო, თბილისი - 14:26 | 10.11.2021 ნანახია: 463
ევროკავშირი უკვე მომდევნო კვირას გეგმავს პოლონეთის საზღვართან შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. იუწყება Politico.
როგრც გამოცემას წყარომ განუცხადა, ახალი სანქციები, შესაძლოა, დამტკიცდეს მომდევნო ორშაბათს ევროკაშირის საგარეო სამქეთა მინისტრების შეხვედრაზე. წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერების მიზნით, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ავიაკომპანიებსა და თანამდებობის პირებზე, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს მშობლიური ქვეყნების დატოვებასა და ევროკავშირის საზღვრებთან ჩასვლაში ეხმარებიან.
წყაროს თქმით, მომავალ კვირას ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სამართლებრივი საფუძვლისთვის, შესაძლოა, დაემატოს კატეგორა „ადამიანებით ვაჭრობა“.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ სანქციები დიდ დარტყმას მიაყენებს ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“. ამასთან, სანქციების ქვეშ, შესალოა, მოექცნენ სხა ავიაკომპანიებიც, რომლებიც მინსკში რეისებს ასრულებენ, მათ შორის რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“,Utair-ი დაNordwind Airlines-ი, ასევე Turkish Airlines-ი და FlyDubai.
8 ნოემბერს ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აფრიკიდან ლტოლვილების ჯგუფები ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრისკენ გაემართნენ. უწყებაში ამბობდნენ, რომ პოლონეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლონეთის მიერ აღმართული მავთულხლართების წინ 2 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ქალები და ბავშვები. პოლონელი მესაზღვრეები მათ არ უშვებდნენ, მიგრანტები კი პოლონეთის ტერიტორიაზე ძალით შეღწევას ცდილობდნენ. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიგრაბტები ძალის გამოყენებით პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. პოლონეთში შეღწევა მიგრანტების რამდენიმე ჯგუფმა მოახერხა, რომლებიც პოლონელმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდის შესახებ საუბრობენ და მიგრაციული კრიზისის შექმნაში ბელარუსს ადანაშაულებენ. შექმნილი სიტუაციის გამო პოლონეთის პრეზიდენტმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვრის დასაცავად, ადგილზე იმყოფებიან სამხედრო დანაყოფებები, პოლიცია და სპეცრაზმის ჯგუფები.
ლუკაშენკამ განახადა, რომ მინსკი აღარ აპირებს შეაჩეროს არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. ლუკაშენკას თქმით, დასავლეთის სანქციების გამო ამისთვის აღარ დარჩა აღარც ფული და აღარც ძალა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















