მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:21 | 09.11.2021
ნანახია: 297

მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

„გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე