კრწანისის ტყე-პარკში "Post Europe" - ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:11 | 09.11.2021 ნანახია: 551
ოქტომბრიდან მიმოქცევაშია ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "Post Europe" - ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივი. მარკის საჯარო პრეზენტაცია კრწანისის ტყე-პარკში მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დაირგო 150 ერთეული საკმლის ნერგი, ასევე მოეწყო “National Geographic” - ის ორგანიზებული ფოტოგამოფენა. პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია კომპანია „საქართველოს ფოსტამ“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, სპეციალურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია „Post Europ“- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი.
"Post Europe" - ი აქციას, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გადაშენების პირას მყოფი მცენარეების მიმართ, 2012 წლიდან ახორციელებს. ინფორმაცია საქართველოს მარკის შესახებ ევროპის მასშტაბით გავრცელდება, შედეგად, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 150 ძირი საკმლის ხის ნერგი დაირგო. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იშვიათი ადგილობრივი ჯიშის ხის კორომი გაშენდება.
მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი. მარკა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















