საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 09.11.2021
ნანახია: 576

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 584-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 021 პირს დაუდასტურდა, 3 792 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე