გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 09.11.2021
ნანახია: 279

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს.

ჩარკვიანი იყო პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.
გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა.

ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე