პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრებს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 00:06 | 09.11.2021
ნანახია: 378

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის კადრებს ასაჯაროებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ", - ნათქვამია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე