პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 14:19 | 08.11.2021
ნანახია: 469

200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ, პირველი დეკემბრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე