საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 08.11.2021
ნანახია: 328

საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 477 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 204, „პისიარ“ ტესტით – 8 273.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 755 046 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 693 129 გამოჯანმრთელდა, 10 509 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარებულია 2 005 229 აცრა, დღიურად აცრილია – 1 204.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 916 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 302 პირი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე