საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.11.2021
ნანახია: 438

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 509-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 191 პირს დაუდასტურდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე