გირჩი - მეტი თავისუფლებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნაგავი დაყარა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 07.11.2021
ნანახია: 446

არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, - გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზირაბ ჯაფარიძემ, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თავისი პარტიის წევრებთან ერთად ნაგავი დაყარა.

"30-მა კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვგონია ბოროტების მთავარი ამბავი ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ესენი მართავენ, ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს, ამიტომ გვგონია, რომ პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე უნდა იყოს ეს შენობა მუდმივად", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფოტო: ფორმულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე