საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 07.11.2021
ნანახია: 391

საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 115 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 126, „პისიარ“ ტესტით – 14 989.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 752 855 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 688 781 გამოჯანმრთელდა, 10 435 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარებულია 2 003 963 აცრა, დღიურად აცრილია – 3 453.

კარანტინის რეჟიმშია 48 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 314 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე