სააკაშვილის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების გასაჯაროების საკითხი მსჯელობის საგანია - პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 17:47 | 06.11.2021
ნანახია: 467

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარიაშვილმა უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საკვებ დანამატებს აღნიშნული პირი იღებს, უკვე გარკვეული პერიოდია. რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ცალსახად ჯერჯერობით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მსჯელობის საგანია, რადგან 24 საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს ისევ და ისევ მისი ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რამდენად მიზანშეწონილია ეს ყველაფერი (გამოქვეყნება) მომდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე