საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 06.11.2021
ნანახია: 629

საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 68 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 544 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 490, „პისიარ“ ტესტით – 20 054.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 9,55%, ბოლო შვიდი დღის – 10,25%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 748 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 684 154 გამოჯანმრთელდა, 10 368 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 2 000 388, დღიურად აცრილია – 4 942.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 707 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 313 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე