კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ექიმებს მოუწოდებს, არ გაუწიონ დახმარება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 17:55 | 05.11.2021
ნანახია: 450

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია ექიმებს მოუწოდებს, არ გაუწიონ დახმარება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაჭკორია აცხადებს, ბოიკოტის ფარგლებში სამედიცინო დახმარება არ უნდა გაუწიონ მთავრობის მაღალჩინოსნებს, პრემიერს და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს.

"კოლეგებო! სანამ მესამე პრეზიდენტს არ მიეცემა შერეული ტიპის პოლიპროფილურ სტაციონარში (ტიპი-C) სრულფასოვანი მკურნალობის უფლება, პროტესტის ნიშნად გამოვაცხადოთ უპრეცედენტო ბოიკოტი და არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებს!!

ჩვენი ვალდებულებაა განსაცდელში მყოფი, ნებისმიერი პაციენტის კვალიფიციური დახმარება და სიცოცხლის შენარჩუნება, მისი პოლიტიკური შეხედულების, რწმენისა და სქესის მიუხედავად!!", - წერია კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს. ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე