ბერლინში, საელჩოს შენობასთან რუსი დიპლომატის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 05.11.2021
ნანახია: 574

ბერლინში რუსი დიპლომატი საელჩოს საკონსულო განყოფილების  შენობასთან, ტროტუარზე, გარდაცვლილი იპოვეს.  წერს Spiegel პოლიციაზე დაყრდნობით.

ცხედარი სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, 35 წლის საელჩოს მდივანი შენობის მაღალი სართულიდან გადავარდა. უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ცნობით, მომხდარის გარემოებები და გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დიპოლმატი ბერლინში 2019 წლიდან იყო აკრედიტებული. როგორც გამოცემა წერს, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა აზრით, ის სპესცსამსახურების საიდუმლო აგენტი იყო.

Spiegel-ის ინფორმაციით, დიპლომატის ცხედარი რუსეთში გადაასვენეს. საელჩომ გაზეთს მომხდართან დაკავშირებით „ეთიკური მოსაზრებების“ გამო კომენტარზე უარი უთხრა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტის თაობაზე ინფორმირებულია, მაგრამ უწყების წარმომადგენელ კრისტოფერ ბურგერის თქმით, პირადი მონაცემების დაცვის გათვალისწინებით, დეტალებზე არ საუბრობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე