სააკაშვილმა დამავალა გადავცე პატრიარქს, რომ აგრძელებს შიმშილობას - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

საქართველო, თბილისი - 18:04 | 04.11.2021
ნანახია: 338

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, რომელმაც მესამე პრეზიდეტი მოინახულა, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას დაავალა გადასცეს პატრიარქს, რომ შემშილობას არ შეწყვეტს.

"ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ. ის გრძნობს მისი უწმინდესი ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს მის უწმინდესობას. დამავალა გადავცე უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ესაა მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტორების შეტანას, ამ ეტაპზე, არ აპირებს". – ამბობს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

პატრიარქის მდივანმა დღეს, 4 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილს ილია მეორეს წერილი გადასცა. წერილში საქართველოს პატრიარქი ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე