„მწვანე პასპორტზე" მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია უკვე დამუშავებულია - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 12:48 | 04.11.2021
ნანახია: 443

ე.წ. "მწვანე პასპორტების" კონცეფცია უკვე დამუშავებულია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. თამარ გაბუნია ამბობს, რომ დღეისათვის უცნობია, როდის და რა პირობებით ამოქმედდება ახალი მექანიზმი.

„მწვანე პასპორტზე" მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია უკვე დამუშავებულია და ის ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვების შემთხვევაში. ამის პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა გაფართოვდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე