საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 04.11.2021
ნანახია: 525

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 238-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 206 პირს დაუდასტურდა, 4 648 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის  6 024 შემთხვევა გამოვლინდა, 3 818 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  49 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე