ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აბორტები აკრძალა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 10.02.2016
ნანახია: 3547

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აბორტები აკრძალა. აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ჯანდაცვის ე.წ. რეფორმირებულ კანონს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აბორტებს კრძალავს.

ამიერიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

ამის გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო მთავრობა კრიზისული ორსულობის ცენტრების ჩამოყალიბებას გეგმავს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე