რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 03.11.2021
ნანახია: 529

რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი An-12.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი იაკუტსკიდან ირკუტსკის მიმართულებით მიფრინავდა.

მათივე ცნობით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის დაშვებისას მოხდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, ხანძრის ჩაქრობა დიდხანს ვერ მოხერხდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბელარუსულ ავიაკომპანია "გროდნოს" ეკუთვნის.

დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე