ნიუ ჰემფშირში პრაიმერისის პირველადი შედეგებით დონალდ ტრამპმა და ბერნი სანდერსმა გაიმარჯვეს

საქართველო, თბილისი - 10:04 | 10.02.2016
ნანახია: 2136

შეერთებული შტატების ნიუ ჰემფშირის შტატში პრაიმერისის პირველადი შედეგებით გამარჯვება მილიარდერმა დონალდ ტრამპმა და სენატორმა ბერნი სანდერსმა მოიპოვეს. ამ უკანასკნელმა დემოკრატების კანდიდატი კლინტონი დაამარცხა.

რესპუბლკელების მხრიდან კი დონალდ ტრამპის გამარჯვება მას ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ნიუ ჰემფშირი აიოვას შემდეგ მეორე შტატია, სადაც კანდიდატები წარადგინეს. აიოვაში კი გამარჯვება ჰილარი კლინტონმა და ტედ კრუზმა მოიპოვეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე