საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 02.11.2021
ნანახია: 465

საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 901 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 630, „პისიარ“ ტესტით – 12 271.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,36%, ბოლო 14 დღის – 9,02%, ბოლო შვიდი დღის – 9,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 726 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 669 822 გამოჯანმრთელდა, 10 136 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 982 593 აცრა, დღიურად აცრილია 3 369.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 493 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 103 პირი.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე