ნიკა გვარამიას ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური სამსახური

საქართველო, თბილისი - 18:36 | 01.11.2021
ნანახია: 465

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე