საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 31.10.2021
ნანახია: 466

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 045-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 382 პირს დაუდასტურდა, 5 389 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე