მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 29.10.2021
ნანახია: 466

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

მეუფე გრიგოლი ერთ-ერთია სინოდის წევრებს შორის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.  

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე