პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, იმიტომ რომ მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 19:11 | 26.10.2021
ნანახია: 367

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, იმიტომ რომ მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა - აცხადებს თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზების საკითხი დღის წესრიგში დადგება.

"პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის N12-ე დაწესებულებაში პატიმრობაშ იმყოფება, 26-ე დღეა შიმშილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე