სააკაშვილის გათავისუფლება და თბილისის გათავისუფლება არის ერთი და იგივე - ლევან ბერძენიშვილი

საქართველო, თბილისი - 00:54 | 26.10.2021
ნანახია: 449

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი შანსი არჩევნებში მონაწილეობაა, - ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეცეთერში გააკეთა.

„სააკაშვილის გათავისუფლება და თბილისის გათავისუფლება არის ერთი და იგივე, ერთი პროგრამა ერთი გამარჯვება, 30-ში წყდება ერთიც და მეორეც. 30-ის არჩევნების ოდნავი დაკნინებაც კი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ეს არის რეალური გზა, თუ ამ გზას არ აქვს შედეგი, მაშინ იწყება სხვა გზა და არ გვინდა ეს გზა, არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს უნდოდეს დაპირისპირება, ჩხუბი და დავიდარობა, მერე კი ვიცით სად გადაიზრდება, - თქვა ბერძენიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე