"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

საქართველო, თბილისი - 18:52 | 24.10.2021
ნანახია: 565

თავისუფლება მიშას - ამ სახელწოდებით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ციხის მიმდებარედ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მას მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დახმარება ესაჭიროება.

დღეს უკვე 24-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს.

ექიმების თქმით, ამ ეტაპისთვის  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე