ღარიბაშვილი დილით დგება, შარვალს, კოსტუმს იცვამს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:35 | 24.10.2021
ნანახია: 798

 პრემიერ-მინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება. მეტს არაფერს აკეთებს, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა  "ფორმულასთან" პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თავდასხმების შესახებ საუბრისას.

"რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერ-მინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება. მეტს არაფერს აკეთებს, დაავიწყდა რა როლს თამაშობს, ის ასრულებდა ავად თუ კარგად პრემიერმინისტრის როლს, ღარიბაშვილი რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიებით, მით უკეთესი საზოგადოებისთვის", - თქვა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე