ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძე კლინიკიდან გაწერეს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 24.10.2021
ნანახია: 520

კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს 37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევისას დაშავდა.

ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ზვიად თავდგირიძე სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე