საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 24.10.2021
ნანახია: 473

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 742-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 4 483 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე