საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 24.10.2021
ნანახია: 595

საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 031 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, „პისიარ“ ტესტით –12 393.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე