დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე - ცერცვაძე
საქართველო, თბილისი - 21:05 | 23.10.2021 ნანახია: 719
დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"დღეში მხოლოდ 4-5 000 აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. ასევე, უარს ამბობს პირბადის ტარებაზე. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები. ვიყოთ რეალისტები და შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია – ეს არის ვაქცინაცია და პირბადის ტარება“, – აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა.
მისი თქმით, მთავრობამ შეზღუდვები არ უნდა დააწესოს, თუმცა უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების კონტროლი.
„შეზღუდვების შემოღება ყველაზე მარტივი გზაა, ზოგი ქვეყანა უკვე წავიდა ამაზე. ეს ძალიან მტკივნეული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამიტომ მგონია, რომ მთავრობა არ წავა შეზღუდვებზე. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, რადგან ძლივს გაიხსნა ეკონომიკა და მოსახლეობამ ძლივს ამოისუნთქა, უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე და აღსრულების კონტროლზე", - განაცხადა ცერცვაძემ.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















