თურქეთმა დასავლეთის ქვეყნების ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 19:08 | 23.10.2021
ნანახია: 722

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის ელჩები.

„საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა ათივე ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ამის მიზეზი გახდა დიპლომატების პოზიცია უფელებადამცველ ოსმან კავალას მიმართ. მათ მიმდინარე კვირას ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს.

ორშაბათს, 18 ოქტომბერს, გერმანიის, დანიის, კანადის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის ელჩებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას თურქეთის ხელისუფლებისადმი „დაუყოვნებლივ და სამართლიანად გადაწყვიტიოს კავალის საკითხი“. ელჩები აღნიშნავდნენ, რომ აქტივისტის ხანგრძლივი დაკავება თურქეთს ჩრდილს აყენებს.

ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩები დაიბარა და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენიის დაცვის აუცილებლობა შეახსენა.

ორი დღის წინ ერდოღანი კავალას მხარდაჭერის გამო ელჩებს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა.

ოსმან კავალა ცნობილი თურქი უფლებადამცველია, რომელიც პარიზში ცხოვრობს. მას ბრალად ედებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან კავშირი 2013 წელს  სტამბოლის გეზის პარკში საპროტეტსო აქციების საქმეზე. 2020 წლის თებერვალში თურქეთის სასამართლომ კავალა გაამართლა, მაგრამ სტამბოლის პროკურატურამ იმავე დღეს მის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. კავალას ამჯერად 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დასდეს ბრალი.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე