ანკარამ უარყო ინფორმაცია სირიაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის შესახებ

საქართველო, თბილისი - 13:44 | 09.02.2016
ნანახია: 1775

ანკარამ უარყო ინფორმაცია თურქეთის ტერიტორიიდან სირიაში მსხვილი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის შესახებ.

”ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის ტერიტორიის გავლით 150 ათასი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ოეპრაციაში ჩაერთვება, სინამდვილეს არ შეესაბამება”, - განუცხადა ადგილობრივ მედიას თურქეთის მთავრობის წყარომ.

ამავე დროს წყაროსვე განცხადებით, თურქეთი ღიაა დაიშის (”ისლამური სახელმწიფოს” არაბული სახელწოდება) წინააღმდეგ კოალიციის ძალების ოპერაციისთვის.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე