კორონავირუსს მსოფლიოში დღემდე 115 ათასი მედიკოსი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:50 | 21.10.2021
ნანახია: 319

მსოფლიოში 100 ათასზე მეტი მედიკოსი ემსხვერპლა კორონავირუსს 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმო-მ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში, რომელიც ასევე შეიცავს მოწოდებას გაძლიერდეს ექიმების დაცვა კორონავირუსისგან.

„ჯანმო-ს დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის შედეგად მედიცინის სფეროს 115 ათასი თანამშრომელი გარდაიცვალა. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ,რომ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი პრიორიტეტულად იყოს ვაქცინირებული“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, 119 ქვეყნის მონაცემებით, საშუალოდ ხუთიდან ორი მედიკოსი ვაქცინირებულია.

ჯანმო-ს მონაცემებით, აფრიკაში მედიკოსების ვაქცინაციის დონე უკიდურესად დაბალია, მაშინ როცა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მედიცინის სფეროს თანამშრომელთა 80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე