54 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ინდოეთში

საქართველო, თბილისი - 13:42 | 21.10.2021
ნანახია: 470

სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად. სტიქია თავს უთარაქჰანდის შტატის ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია კიდევ 5 ადამიანი.

წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა გამოიწვია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

ინდოელი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრელდება და მოსახლეობას  საცხოვრებელ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე