გერმანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 12:52 | 09.02.2016
ნანახია: 1992

გერმანიის სამხრეთით ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. გერმანული მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 90 კი დაშავდა.

სარკინიგზო ავარია ქალაქ ბად აიბლინგთან მოხდა. მისი მიზეზები დაუდგენელია.

მემანქანეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტრაგედიის ადგილზე ასობით მაშველი მუშაობს. ავსტრიიდან გამოძახებულია ვერტმფრენებიც.

ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე დაღუპულისა და რვა დაშავებულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აღწევს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე